გადასვლა შინაარსზე
ორიგინალი მეორადი ტელეფონები ამერიკიდან
BEEMOBI

წესები და პირობები

ტელეფონების კატეგორიები

ჩვენთან ტელეფონები იყოფა რამდენიმე კატეგორიად:

  • A კატეგორია ნიშნავს, რომ ტელეფონი არის ახალივით მდგომარეობაში, ტექნიკურად და პროგრამულად 100%-ით გამართულია.
  • B კატეგორია ნიშნავს, რომ ტელეფონს აქვს მხოლოდ მცირე ვიზუალური ნაკაწრები, ტექნიკურად და პროგრამულად 100%-ით გამართულია.

B კატეგორიის ტელეფონით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მობრძანდეთ მაღაზიაში და ადგილზე გადაამოწმოთ. მისი ფასი, შესაბამისად, დაბალია A კატეგორიის ტელეფონთან შედარებით.

საგარანტიო პირობები

  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას მასზე მოქმედი გარანტიის პერიოდში.
  • საგარანტიო მომსახურება არ ითვალისწინებს პროდუქტის ახლით შეცვლას.
  • ტელეფონზე ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, ყიდვიდან სამი დღის განმავლობაში შესაძლებელია ტელეფონის შეცვლა ან დაბრუნება.
  • საგარანტიო ვადა არის 3 (სამი) ან 6 (ექვსი) თვე, მოდელის მიხედვით, და აითვლება ნივთის გაყიდვის დღიდან. შეკეთების ან ნაწილის გამოცვლის შემთხვევაში საგარანტიო ვადა თავიდან არ აითვლება და მთავრდება გაყიდვის თარიღიდან ზუსტად 3/6 თვის შემდეგ.
  • საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება ტელეფონის ეკრანზე, მიუხედავად იმისა, აღენიშნება თუ არა მას ფიზიკური დაზიანება.
  • საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება ტელეფონის ელემენტზე და მისი სიცოცხლისუნარიანობის პროცენტულ დაკლებაზე. ყიდვისას მყიდველი ვალდებულია შეამოწმოს ელემენტის სიცოცხლისუნარიანობა; ყიდვით ის ეთანხმება ელემენტის იმ მდგომარეობას, რაც მას გაყიდვის მომენტში აქვს.
  • თუ საგარანტიო მომსახურებისას საჭირო გახდა ტელეფონის რომელიმე ნაწილის შეცვლა, გამყიდველი არ არის ვალდებული, ის შეცვალოს ორიგინალი ნაწილით.
  • საგარანტიო ტალონი უნდა მოიცავდეს: ნივთის დასახელებას და IMEI კოდს, მყიდველის ვინაობას, შეძენის თარიღს და პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერას. წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება.

საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება, თუ:

  • გასულია ტელეფონის საგარანტიო ვადა;
  • არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი;
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილი ან შეცვლილია;
  • საგარანტიო ტალონში ან ტელეფონში არ იკითხება IMEI კოდი;
  • ტელეფონს აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი, დაზიანებული ან ამძვრალია პლომბი;
  • დაზიანება ფიზიკურად არის გამოწვეული, მაგ.: გატეხილი, გაბზარული, გაკაწრული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი ან/და სითხით დაზიანებული.

ნივთის და თანხის დაბრუნება

თუ გაყიდვის შემდეგ ნივთს აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი ან არ მუშაობს გამართულად, 10 დღის ვადაში მყიდველს შეუძლია მოითხოვოს ტელეფონის დაბრუნება და თანხის უკან დაბრუნება, ან მისი გადაცვლა იმავე მოდელის სხვა ტელეფონზე.

კონფიდენციალურობა

შეკვეთისას ან ონლაინ განვადებისას მიღებული ინფორმაცია სრულიად კონფიდენციალურია და კომპანია იღებს ვალდებულებას, არ გაასაჯაროოს ის. დაწვრილებით იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

მიწოდება

ტელეფონების გაყიდვა ძირითადად ხდება მაღაზიიდან, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ბაგრატიონის 178-ში. გადახდის (ბარათით ან საბანკო გადარიცხვით) ან ონლაინ განვადების დადასტურების შემდეგ ნივთს ვაგზავნით საქართველოს ნებისმიერ წერტილში საქართველოს ფოსტით, 2 დღის ვადაში. გადახდამდე, სურვილის შემთხვევაში, გიგზავნით ტელეფონის ფოტოს/ვიდეოს და ტექნიკურ მახასიათებლებს (მათ შორის IMEI კოდს) და გიხსნით ტელეფონის მდგომარეობას.

განვადება

შეგიძლიათ შეიძინოთ განვადებით: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი და კრისტალი.

მიწოდება ხდება ფოსტის საშუალებით, უფასოდ, მთელ საქართველოში. მიწოდების დრო 2–4 დღე.

ბათუმში შეგიძლიათ ნივთი გაიტანოთ მაღაზიიდან იმავე დღეს: ბაგრატიონის 178.